ამონარიდები ჰერმან ბროხის რომანიდან – „ვერგილიუსის სიკვდილი”
„ყოველგვარი სიძულვილი ნაწილობრივ საკუთარი თავის სიძულვილიცაა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არც ერთი სხვა სულიერი არ არის ისე უცილობლად და უღმერთოდ მოკვდავი, როგორც ადამიანი, რადგან არც ერთს არ ძალუძს იყოს ისეთი ფიცისგამტეხი, როგორიცაა ადამიანი, და რაც უფრო მანკიერია, მით უფრო მოკვდავია”.
* * *
„ვაი დათრგუნულს, ვინც ვერ უმკლავდება თავის დათრგუნვილობას”.
* * *
„ადამიანის მოვალეობაც კი ღვთის წინაშე და ღვთისა ადამიანის წინაშე – მხოლოდ დახმარებაა”.
* * *
„მხოლოდ ადამიანი დგას აღმართული, მთელი თავისი სიმაღლით, მაგრამ გაწოლილია ძილისთვის, სიყვარულისთვის, სასიკვდილოდ, და წოლის ამ თავისი სამმაგი თვისებით განსხვავდება იგი ყველა სხვა დანარჩენი სულდგმულისაგან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – სახელი მხოლოდ სამოსია, რომელიც ჩვენ არ გვეკუთვნის; ჩვენი სახელის საფარქვეშ კი შიშვლები ვართ, უფრო შიშვლები, ვიდრე ჩვილი, რომელიც მამას აჰყავს ხელში, რათა სახელი დაანათლოს. და რაც უფრო მეტად ვავსებთ ჩვენს სახელს ჩვენი ყოფით, მით უფრო გვიუცხოვდება ის, მით უფრო დამოუკიდებელი ხდება ჩვენგან და მით უფრო მიტოვებულნი ვართ მისგან”.
* * *
„არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ იყოს მიდრეკილი მოძმის სიძულვილისაკენ”.
* * *
„ო, განა ყოველი ადამიანი არ არის იძულებული, ნაადრევად შეწყვიტოს გზა? ჰყოფნია ოდესმე რომელიმეს ძალა, ბოლომდე გაევლო თავისი გზა?”
* * *
„თუ არ აიძულებ გულს, ჩაიხედოს ჯოჯოხეთის ცეცხლში, თუ არ აიძულებ მას, გაიგონოს ჯოჯოხეთის გნიასი, ვერასოდეს აიძულებ მას ჩაწვდეს, რა იმალება ადამიანის ქვეცნობიერის სიღრმეებში”.
* * *
„ …ო, ვის ძალუძს ძილი, როცა ტროა იწვის!” – (ავტორი გენია.ჯი)