ამონარიდები ჩაკ პალანიკის რომანიდან – „ხრჩობა”
„ – არაფერია იმაზე სრულყოფილი, ვიდრე შენ შეგიძლია წარმოიდგინო”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„იმის გამო, რომ ვეღარავის გადავარჩენ, ჩემს თავსაც ვეღარ გადავარჩენ”.
* * *
„მუდმივ გაქცევებს ვერსად გაექცევი”.
* * *
„ვინც წარსულს ივიწყებს, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად სხვაზე უკეთესია”.
* * *
„შესაძლოა, ქრისტეს მეორედ მოსვლა თავად ღმერთის გადაწყვეტილება სულაც არ იყოს. შესაძლოა, ღმერთმა ადამიანებს დაუტოვა საშუალება, რომ თავიანთ ცხოვრებაში ქრისტეს მეორედ მოყვანის უნარები განივითარონ. შესაძლოა, ღმერთს სურდა, ჩვენი მხსნელი ჩვენვე გამოგვეგონებინა, როცა ამისთვის მზად ვიქნებოდით. როცა ეს ყველაზე მეტად დაგვჭირდებოდა. შესაძლოა, ჩვენზეა დამოკიდებული შევქმნით თუ არა ჩვენს მესიას.
ჩვენივე თავის გადასარჩენად”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – არასდროს არაფერი ყოფილა საკმარისად კარგი”.
* * *
„ჩვენ შეგვიძლია სამყაროს ნება მივცეთ, მთელი ცხოვრება თავად გვკარნახობდეს ჩვენს ვინაობას. გვეუბნებოდეს, შეშლილები ვართ თუ დალაგებულები. წმინდანები თუ სექსომანები. გმირები თუ მსხვერპლები. შეგვიძლია ისტორიას უფლება მივცეთ, მოგვიყვეს რამდენად კარგები ან ცუდები ვართ’.
* * *
„ – არ მინდა სამყაროს ისეთს იღებდე, როგორიც არის. მინდა ის თავად გამოიგონო. მინდა ეს უნარი გაგაჩნდეს. საკუთარი რეალობის შექმნის. საკუთარი კანონების დაწესების. მინდა ვცადო და ეს გასწავლო”.
* * *
„იმედი ნუ გექნებათ, ვინმე კოვზით გაჭმევთ”.
* * *
„საკუთარ თავს მეტწილად უნდა იცნობდე”. – (ავტორი გენია.ჯი)