ამონარიდები გურამ გეგეშიძის რომანიდან – „ცოდვილი”

„ – ქრისტემ თქვა: ყოველი, რომელმან ჰქმნა ცოდვა, მონა არს იმა ცოდვისაო”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„საოცარია, ღმერთო, შენი ნება. ის, ვისაც სხვებისთვის ყველაზე მეტი სიკეთე მოაქვს, თვითონ ყველაზე მეტად იტანჯება…”

* * *

„ – შეიძლება ძალიან ლამაზი სამშობლო გქონდეს, მაგრამ შენ თვითონ არაფრად ვარგოდე. თვითონ უნდა იყო ლამაზი”.

* * *

„ბუნება საკუთარი ნების მიხედვით აჯგუფებს ადამიანებს, ან ჰყოფს მათ. ბუნება განაგებს ყველაფერს”.

* * *

„ბრაზით ვერავინ აღწევს ჭეშმარიტებას”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ადამიანს უფრო მეტად უყვარს არა ის, ვისგანაც სწავლობს ცხოვრებას, მაგალითს იღებს, არამედ ის, ვინც თავისი მიზნების, იმედების და ოცნებების განმახორციელებლად მიაჩნია”.

* * *

„როცა ვინმე გიყვარს, როგორ შეიძლება იმის ახსნა, თუ რატომ გიყვარს? გიყვარს და მორჩა!”

* * *

„რაღაც უნდა გწამდეს კაცს, რაღაც უნდა გჯეროდეს”.

* * *

„უშნო ამპარტავნობა, ისევე, როგორც შური, – სისუსტეა, სუსტი კაცის თვისებაა, ამ სისუსტის დაფარვის ცდაა”.

* * *

„ის კაცი რა კაცია, ვინც შეუძლებელს არა სცდის, ვისაც არა აქვს სურვილი შეუძლებელს მიაღწიოს?!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება