ამონარიდები გურამ გეგეშიძის მოთხრობიდან – „ეშმაკის მოსახვევი”
„როდესაც კაცი ბედნიერია, ყველა მის ცუდ მხარეებს ამჩნევს, მაგრამ როცა კაცს უბედურება შეემთხვევა, ყველას მისი კარგი თვისებები აგონდება”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მოძრაობა იგივე მოქმედებაა და თუ კაცი მოქმედებს, არ შეიძლება მოწყენილი იყოს”.
* * *
„სიკვდილში არაფერი არ არის უცნაური და არაჩვეულებრივი, პირიქით, ის უფრო უცნაური იქნებოდა, კაცი რომ არ კვდებოდეს საერთოდ”.
* * *
„ყველაფერი ამქვეყნად რაღაც მიზეზის შედეგია, რაღაც მოქმედების, რაღაც ძალის, რაღაც პირობის შედეგად იქმნება ყველაფერი ამქვეყნად და ეს პირობა თითონ მიზეზშია, რომელიც ყოველივე ამას იწვევს”.
* * *
„სწორედ ამაშია უბედურება, სხვის ინტერესებს რომ არაფრად აგდებენ. სამწუხაროდ, საკუთარ სიამოვნებას ყველაფერზე მაღლა აყენებენ ამ ცხოვრებაში ზოგიერთები”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რატომ არ უნდა არსებობდეს თავგანწირვა, მსხვერპლის გაღება, უანგარო დახმარება, სიმართლის სიყვარული, ეს ხომ კაცის ამამაღლებელი, სულიერი კმაყოფილების მომგვრელია? ადამიანი კი ცხოველზე მაღლა მხოლოდ სულით დგას, თორემ ინსტიქტები ერთნაირი აქვთ”.
* * *
„ეჰ, ბოლოს რა არის ადამიანი? ყველას ერთნაირი ბედი აქვს. ყველა იბადება და კვდება”.
* * *
„ახალგაზრდობაში ვის არ მოსდის შეცდომა და მერე ეს შეცდომა ძირფესვიანად ცვლის კაცის მომავალ ცხოვრებას”.
* * *
„კარგ სიტყვასავით არაფერი უხარებს ადამიანს გულს”. – (ავტორი გენია.ჯი)