ამონარიდები ოთარ ჩხეიძის რომანიდან – „ბორიაყი”
„ – მიწის ქვეშაა ძნელი, გაუსაძლისი, თორემ ცის ქვეშ რა გაგიჭირდება; რაც უნდა გაგიჭირდეს, დამხმარე მაინც გაგიჩნდება, ცის ქვეშ ხელის გაწოდება შეიძლება, მიწის ქვეშ არა, ნწ, არა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უეჭველია, ის იარსებებს, ვისაც ძალა შესწევს ურჩობისა”.
* * *
„ქედის მოხრა და დამორჩილება შემაძრწუნებელი სიმდაბლეა, ავადმყოფობაზე ავადმყოფობაა, დაცემულობაა სულისა”.
* * *
„ჩვევა მაინც ჩვევაა, სულსაც რომ ღაფავდეს, ჩვევას მაინც მიეტანება ადამიანი, უფრო ძალუმად მიეტანება, თუ მისხსნის, ეს მიხსნისო…”
* * *
„ჭირვარამი ასალკლდევებს ადამიანს და ერთი ქარიშხალი ვერას დააკლებს სალ კლდეს, ორიც ვერას დააკლებს, სამიც, რამდენიც უნდა ვთვალოთ, ვერას დააკლებს, სალი კლდე სალი კლდეა და ბევრი ქარიშხალი უნდა, უამრავი ქარიშხალი უნდა, უამრავზე უამრავი უნდა იმის ჩამოშლას…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„წუთს დაჰკარგავთ და დაიკარგება ყველაფერი, სამუდამოდ დაიკარგება”.
* * *
„სიმარტოვე და სულის ობლობა ყოვლად საშინელი ავადმყოფობაა”.
* * *
„ცხოვრებაც მდინარეა, კაცი რა არის, კაციც მდინარეა და თუ ფონი არ უპოვნე, ვერსაით მოუხვალ, ვერც ავად, ვერც კარგად”.
* * *
„ტყე უყურო ნუ გგონია და მინდორი უთვალოო, ნათქვამიც არის და მართალიც არის”.
* * *
„რამდენიც უნდა ვინაღვლოთ, მაინც ვერაფერს შევცვლით განგებისაგან აწყობილ წუთისოფელში”. – (ავტორი გენია.ჯი)