ამონარიდები რობერტ ლუის სტივენსონის რომანიდან – „ბატონი ბალანტრე”

„გინდათ დარტყმა – დაარტყით, იბრძოლეთ, გინდათ მოთმენა – მაშინ მოითმინეთ”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ბოთლი ცუდი ნუგეშისმცემელია”.

* * *

„მეგობრობასაც აქვს საზღვარი”.

* * *

„ერთი საქმეა საკუთარ თავზე აიღო ყოველგვარი რისკი და ბოროტი განზრახვის ბრალდება და სრულიად სხვა საქმეა იყო განზე და უცქირო”.

* * *

„მე არაფერი არ მიმაჩნია მთვრალის ცრემლებზე უფრო დამამცირებლად”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„დაძაბული ლოდინი ცუდი მრჩეველია დაზიანებული გონების ადამიანისათვის”.

* * *

„მარტოდ ყოფნა ბუნებრივი მოთხოვნილებაა”.

* * *

„მე მაშინებს სიბერე და სიღარიბე”.

* * *

„ჩემი ცხოვრება დაუმსახურებელი მარცხის ჯაჭვს წარმოადგენს”.

* * *

„გაფრთხილდით, არ მოყვეთ კედლების ნანგრევებში”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება