ამონარიდები გურამ გეგეშიძის რომანიდან – „სტუმარი”
„უბედურება ის არი, ავკაცობით ცნობილი პიროვნებებიც რომ მოწიწების ღირსნი ხდებიან ზოგჯერ ჩვენში”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ძალზე ძნელია იმ წრის და იმ თაობის ჩვევებს გამოეყო, რომლის წევრიც ხარ”.
* * *
„როგორც არ უნდა მოვიტყუოთ თავი, სიმართლე საკუთარი თავის შესახებ, ყველაზე უკეთ ისევ ჩვენ ვიცით”.
* * *
„სინამდვილეს მაინც თავისი გააქვს”.
* * *
„შინაგანი ბრძოლა, იქნებ ნაკლებად შესამჩნევი იყოს, მაგრამ უფრო მძაფრია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანის ცხოვრება სიმშვიდის მარადიული ძიებაა”.
* * *
„იქნებ სჯობდეს სინამდვილე ისეთად ვაქციოთ, არ გვრცხვენოდეს მისი?”
* * *
„როცა თვალი დახუჭული გაქვს, რასაც გინდა წარმოიდგენ. იტყვი, გენიოსი ვარო, და გენიოსი იქნები. იტყვი, დიდი მამულიშვილი ვარო, და დიდი მამულიშვილი იქნები. მოკლედ, რასაც გინდა იტყვი და იქნები კიდეც”.
* * *
„რა ფასი აქვს ისეთი ადამიანების პატივისცემას, რომელთაც შენ თვითონ არ სცემ პატივს”.
* * *
„უნდა გავეცალო ამ სიბინძურეს, ამ გადაგვარებულ ადამიანებს”. – (ავტორი გენია.ჯი)