ამონარიდები ონორე დე ბალზაკის მოთხრობებიდან…
„სიბრალული ისევე ამოატივტივებს ხოლმე უნიჭოებს, როგორც შურიანობა სძირავს დიდ შემოქმედებს”. – (პიერ გრასუ) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ბოროტმოქმედება, მსგავსად სათნოებისა, სხვადასხვა ხასიათისაა!” – (წითელი სასტუმრო)
* * *
„ადამიანი ახალგაზრდავდება, როცა წინ ოქროს ხედავს”. – (ფაჩინო კანე)
* * *
„ყველაფერში საარჩევნო წესის გამოყენება მცდარია”. – (პიერ გრასუ)
* * *
„არის ზოგი რამ ისეთი, რაზედაც არ მსჯელობენ”. – (წითელი სასტუმრო) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მოდი და აღტაცებაში ნუ მოგიყვანთ თადარიგიანი ადამიანის ბედი!” – (პიერ გრასუ)
* * *
„ბრმა რაკი ყურადღებას გარე სამყაროს სხვადასხვა საგნებზე ვერ ფანტავს, სხვა ადამიანთან გონებრივ კონტაქტს სწრაფად ახდენს”. – (ფაჩინო კანე)
* * *
„ყმაწვილმა ქალმა ზოგიერთი რამ არ უნდა იცოდეს!” – (პიერ გრასუ)
* * *
„ – მეტისმეტად სუსტნი მოგვავლინა ამ ქვეყნად ღმერთმა”. – (წითელი სასტუმრო)
* * *
„ჩემი სიყვარული სიცოცხლეა ჩემი!” – (პიერ გრასუ) – (ავტორი გენია.ჯი)