ამონარიდები თომას მანის მოთხრობებიდან…
„გულგახსნილობავ! მიამიტო, მოზეიმე გულგახსნილობავ, შენა ხარ ადამიანის მომშლელი და დამამცირებელი, უნაყოფო საცთურით აღსავსე საწამლავი, აზრისა და სიმშვიდის აღვირახსნილი მტერი; ნეტა რა უნდა იყოს შენზე საზარელი?” – (ბედნიერება) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა საბრალოა ადამიანი, ეს განდიდებული ნახევრადღმერთი”. – (იმედის გაცრუება)
* * *
„როგორ შეიძლება აღმზრდელად გამოდგეს ის, ვისაც იმთავითვე უფსკრულისკენ ლტოლვა აქვს თანდაყოლილი?” – (სიკვდილი ვენეციაში)
* * *
„გარწმუნებთ, ხშირად ლამის სული ამომხდეს, ისე მღლის ადამიანის როლის თამაში, მაშინ როდესაც ადამიანურში წილი არა მაქვს…” – (ტონიო კროგერი)
* * *
„ჩუ! სხვის სულში გვინდა ჩავიხედოთ”. – (ბედნიერება) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანებს მანამდე უყვართ და პატივს სცემენ ერთმანეთს, ვიდრე ერთმანეთის განჩინება არ ძალუძთ”. – (სიკვდილი ვენეციაში)
* * *
„ცხოვრება მზადაა თავის ქსელში გაგაბას”. – (ბატონი და ძაღლი)
* * *
„ყველაფერი აუცილებლად ბუნებრივი უნდა იყოს”. – (სიკვდილი ვენეციაში)
* * *
„უბედურება ხშირად ურიგო ამბებს გვაჩვევს”. – (ბედნიერება)
* * *
„განა ადამიანს სწორედ იქ არ ღალატობს ძალა, სადაც ყველაზე მეტად სჭირდება მხნეობა?!” – (იმედის გაცრუება) – (ავტორი გენია.ჯი)