ამონარიდები ჯემალ რატიანის რომანიდან – „მდინარესა და მთებს გაღმა”

„ადამიანო, რა ამოუცნობი რამა ხარ!” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – შურიანია ხალხი, სხვათა მიღწევები აშინებთ”.

* * *

„რა საოცრებაა, როცა ჩქარობ ადამიანი, ყოველთვის გაგვიანდება, არ გეჩქარება და მირბიან დრონი”.

* * *

„სიცილი ყველას უხდება, განსაკუთრებით კი – ლამაზ ქალს”.

* * *

„რაც არ უნდა იწვალო, შავ ზღვაში კალმახს ვერ დაიჭერ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„იძინე, ირბინე, იკისკისე, წადი, ნახე, დატკბი, აენთე, გამდიდრდი სულიერი საზრდოთი, შეიძინე ახალი ნაცნობ-მეგობრები, დაალევინე თვალს წყალი, შემდეგ დაბრუნებულმა იყოყოჩე, იტრაბახე ამხანაგებში, ცოტ-ცოტა გააზვიადე ნანახი, თავსგადახდენილი ამბები, ფათერაკებითაც შეამკე შენი ყოფა. ლამაზად წარმოჩინდები კაცი, უფრო პატივსაც დაგდებენ და ცხოვრებაც გეამება”.

* * *

„ჩვენც ხომ ბუნების შვილები ვართ და ჩვენც ვიცვლებით ბუნებისდაგვარად, ვიცვლით ფერს, კანსაც, ქამელეონს ვემსგავსებით. არ დაფიქრებულხარ გველის პერანგზე… ნუთუ არ გაფუჭებულხარ, არ გაუცვეთიხარ ცხოვრებას…”

* * *

„წესრიგი და წესიერება კარგი რამ არის!”

* * *

„ძნელია საუბარი, კაცს თუ ვერ შეჰყურებ თვალებში”.

* * *

„დედამიწის ზურგზე არაფერი არ არსებობს უფრო მშვენიერი, ვიდრე ლამაზი ქალი ყვავილებით ხელში”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება