ამონარიდები მირონ ხერგიანის წიგნიდან – „დღეს ღამე უთენებია”
„ადიდებულ მდინარესავით ათას საზრუნავს გამორიყავს წუთისოფელი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„იოლი გზით სიარული ადვილია, მაგრამ სასურველი შედეგი არ ახლავს”.
* * *
„საერო პრობლემის გადაჭრა მსხვერპლს მოითხოვს”.
* * *
„ადამიანთა ყოველდღიურ ყოფაში შემონახულ მავნე ტრადიციებთან ბრძოლა აუცილებელი და გადაუდებელი საქმეა, მაგრამ აქვე მთელი პასუხისმგებლობით უნდა ითქვას, რომ არის მთელი რიგი სხვა ჩვეულებებისა, რომელთაც უნდა გავუფრთხილდეთ, ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ, განვავითაროთ”.
* * *
„ზღაპრულ საქმეებს ზღაპრული ქონებაც სჭირია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სწორია ის გამოთქმა, რომ საკუთარი თვალით ნანახის ოთხმოცი პროცენტი ასაზრდოებს ჩვენს მეხსიერებას, ნაამბობ-გაგონილისა კი მხოლოდ დანარჩენი ოციო…”
* * *
„სხვების თავმოსაწონებლად რომ გეყვარება რამე, ეგ საქმეს ვერ უშველის… მოჩვენებითი ყველაფერი მაცდურია”.
* * *
„მართლაც ჭრელაჭრულა იყო ეს ქვეყანა ოდითგანვე”.
* * *
„არ მოინადირო იმაზე მეტი, რის ტვირთვასაც შეიძლებ…”
* * *
„თვალნი ხედავენ, ყურნი ისმენენ, გული შეიგრძნობს და გონება სჯის”. – (ავტორი გენია.ჯი)