ამონარიდები ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობიდან – „ციკო”

„ფული საპონსა ჰგავს… ურემი რომ ჭრიჭინს დაიწყებს, საპონს ამოსცხებენ და გაჩუმდება; ვაი იმას, ვისაც ღერძის გასაჩუმებელი საპონი ვერ უშოვნია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ძალიანი ავი ხალხი უწინაც იყო და ეხლაც არის. მხოლოდ უწინ ხალხს პირი ჰქონდა. უსამართლოს და ძალის დამტანს მალე მაგიერს გადაუხდიდნენ… კაცი ნამუსისათვის სცხოვრებდა და ნამუსისთვის სიკვდილისაც არ ეშინოდა”.

* * *

„ვინც იშოვის რასმე, მაღლებშიაც იმასა აქვს პატივი. შემწესა და მშველელსაც ის იშოვის”.

* * *

„ – შუაკაცი ღმერთთანაც მიიგზავნების”.

* * *

„სიმარტოვე ყოველთვის ამუშავებს კაცის გონებას”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მტერი მოკეთისგან ვეღარ გაურჩევია კაცს, ისეთი დრო შეიქნა”.

* * *

„ფულის დიდი რამ არის”.

* * *

„დროება გამოიცვალა”.

* * *

„შიში და მღელვარება, ვინ იცის რას არ წარმოათქმევინებს კაცს?”

* * *

„რასაც არ ეშველების, დათმობა სჯობს…” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება