ამონარიდები ჯემალ რატიანის რომანიდან – „მდინარესა და მთებს გაღმა”
„ულმობელია ცხოვრება, დაუნდობელი დრო”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ნუ კვდება, რაც ლამაზია!”
* * *
„დედამიწაზე ყოველივე მშვენიერია, ცუდიც და კარგიც”.
* * *
„ბატონო, ხომა მაქვს უფლება, რომ არც ერთი დიდი მოაზროვნის შეხედულება არ გავიზიარო.პირადად მე არც ტკივილი მინდა და მით უფრო, დიდზე დიდი ტკივილი. სიკვდილის წინაშე ყველა ადამიანი თანაბარნი ვართ და, რადგან სიკვდილი გარდუვალია, ყველანი ერთნაირად უნდა წარვდგეთ მის წინაშე და არავითარი გამონაკლისი არ უნდა დავუშვათ, როგორც ეს სახელმწიფო კანონებსა სჩვევიათ. ოღონდ, სიკვდილი დროული უნდა იყოს, აი, რა არის მთავარი და რა აი, რა მაფორიაქებს ყველაზე მეტად: არა პირადად ჩემი სიკვდილი, არამედ უდროოდ წასულები და ზოგიერთ სულელურად დაღუპულთა ხვედრი. უფრო ძნელია ახლობლის წასვლა ამ ქვეყნიერებიდან, ვიდრე – თავად შენი. შორს ყველა დიდი და უდროო ტკივილი ხალხისაგან!”
* * *
„ადამიანებს იმდენად გვიყვარს საკუთარი თავი, რომ კარგის გაკეთების მიზნით სხვათა შესაძლებლობებს დაუფიქრებლივ ჩვენსას ვუქვემდებარებთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეგრე იციან ქალებმა, წაიკითხავენ რაღაც სისულელეებს სიყვარულის თაობაზე, ვაჟკაცობაზე, გმირობაზე და მერე უსტვენენ”.
* * *
„რამდენ სიალალეს, გულუბრყვილობასა და სიბნელეს მოიცავს ჩვეულებრივ ადამიანთა არსი”.
* * *
„ყველა ხალხში რომაა ცუდიც და კარგიც, ბოროტიცა და კეთილიც, ვგონებ, სრული ჭეშმარიტება უნდა იყოს”.
* * *
„საშუალო ნიჭის ადამიანი, შეიძლება, გამოჩენილ ან ცნობილ პიროვნებად მოგვევლინოს. ალბათ იკითხავთ, რას ნიშნავს საშუალო ნიჭიო, აბა რა გითხრათ, რა გიპასუხოთ. საშულო – საშუალოა და არავითარ შემთხვევაში დიდი”.
* * *
„ადამიანს ყველაფერი უნდა გაეჭვებდეს, გარდა ფაქტებისა”. – (ავტორი გენია.ჯი)