ამონარიდები მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან – „გივი შადური”
„ჰოი, მტანჯველო ქვეყანავ ჩემო, შენთან ცხოვრებაც ჯოჯოხეთია, რადგან გვიყვარხარ, ხოლო უშენობაც ჯოჯოხეთია, რადგან ისევ გვიყვარხარ. და იმ ქვეყნად ჩვენ რომ სამოთხეში შევიდეთ და შენ კი ჯოჯოხეთში აღმოჩნდე, იქაურობას მივანგრევთ და ისევ შენთან ჯოჯოხეთში გადმოვალთ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვისაც უცხოვრია, სათქმელი მუდამ ექნება”.
* * *
„დაიხსომეთ, მეგობრებო: გულკეთილი ყველას უყვარს, ტუტუცი უვნებელია, ჭკვიანი კი სახიფათოა. ერიდებიან, გაურბიან”.
* * *
„სრული სიმართლე გიჟის ნაბოდვარია”.
* * *
„ოჰ, ღმერთო ჩემო, რა უცნაურად მოგიმართავს ჩემი და საერთოდ ადამიანის ბუნება! ერთი კურცხალი ცრემლი ზღვად მეჩვენება, ზღვა-სიხარული კი ერთ წვეთად მელანდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უკან რომ ვიხედები, ყველაზე მეტად ის მაოცებს, რომ ჩვენ სიცილის უნარი შეგვრჩა, ტანჯვას კი ან დიდი ხანია შევეჩვიეთ, ან სამუდამოდ გადავეჩვიეთ”.
* * *
„ცრემლი სიკვდილის მონალანდია, სიცილი კი – სიცოცხლის მონაბერი”.
* * *
„გახსოვდეთ: ზოგიერთის დუმილიც კი საქვეყნოდ ღაღადებს, ხოლო ზოგი შაბათიდან შაბათამდე ყბედობს და მაინც რიყის ლოდივით მუნჯია”.
* * *
„ჩვენს ბუნებაში ჯერ კიდევ სთვლემს ველური, პირუტყვი, თუ მხეცი. ზოგჯერ დაჰკრავს ჟამი და ჩვენი კულტურის ზედაპირიც მტვერივით ჩაირეცხება ხოლმე, და მხეცი – კაპასი და კბილალესილი – უმალ ყალყზე წამოდგება. წამოიწევს და თავისას ითხოვს, ეძებს და ვერ მშვიდდება, სანამ არ იპოვის და არ გაძღება”.
* * *
„თუ უმეცრება აყაყანდა, მეხიც ვერ გააჩერებს”. – (ავტორი გენია.ჯი)