„სიბრძნის წუთი”
ერთი ფილოსოფოსი სასაფლაოზე გავიდა. ქვაზე ჩამოჯდა და ქვეყნის ამაოებაზე დაიწყო ფიქრი. უცებ ახლადმიყრილ მიწას მოჰკრა თვალი. ზედ კეკლუცი ქვრივი იჯდა და ნესტიან საფლავს მარაოს უქნევდა.
ფილოსოფოსი გაოცდა. შორიახლოს მოახლე იდგა. მივიდა და ჰკითხა:
„ – თქვენ ამ ქვრივის მოახლე ხომ არ ბრძანდებით?”
„ – დიაღ, მოახლე გახლავართ”.
„ – გამაგებინეთ, თქვენი ჭირიმე, რას სჩადის თქვენი ქალბატონი?”
„ – წუხელის ქმარი მოუკვდა და ანდერძად ორი რამ დაუტოვა: პირველი: მზის ჩასვლამდე დამასაფლავეო”.
„ – ეხლა ხომ დილაა! – მიუგო ფილოსოფოსმა. – საღამომდე მაინც რატომ არ მოიცადა?”
„ – ნუ ჩქარობთ, ეხლავე გაიგებთ. და მეორე: სანამ საფლავზე მიწა არ გაშრებოდეს, ნუ მიღალატებო”.
„ – ვერ გავიგე”.
„ – იქით გაიხედეთ და გაიგებთ”.
გავიხედე და გავიგე: ბუჩქებს ახალგაზრდა ვაჟი ამოჰფარებოდა და ქვრივს უცდიდა, ქვრივი კი მზეს მიწის გაშრობაში ჰშველოდა.
„ – ეხლავე გამითხარეთ ერთი საფლავი!“ – უბრძანა ფილოსოფოსმა მესაფლავეს და ერთი საათის შემდეგ შიგ ჩაწვა და ყელი გამოიჭრა. – (ავტორი გენია.ჯი)