ამონარიდები ჩარლზ დიკენსის რომანიდან – „დევიდ კოპერფილდი”
„როგორი მიმზიდველიც არ უნდა იყოს ახალი სამშობლო, – მაინც ძალიან ძნელია დავიწყება ძველისა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ექიმები სასტიკი ხალხია, სერ; მეტსაც გეტყვი: მათი სისასტიკე, ამქვეყნიური ცხოვრების გარდა, მომავალ ცხოვრებაზედაც ვრცელდება”.
* * *
„ჩვენ, დაბალ საფეხურზე მდგომი ხალხი, მართალი რომ ვთქვა, მუდამ ფხიზლად ვართ; ეს არაფერია, რომ სხვა არავინ გვამჩნევს”.
* * *
„გულწრფელი, დიდი ერთგულება, ადვილად არ გამოიხატება. იგი მორიდებულია და მორცხვი, უყვარს დამალვა ადამიანის თვალთაგან და მზად არის იცადოს, დიდხანს იცადოს. წლები სწრაფად მიჰქრიან, სიცოცხლე დასასრულისაკენ მიისწრაფვის, გრძნობა კი კვლავ განაგრძობს ზრდას ჩრდილში. ასეთია ნამდვილი გრძნობა”.
* * *
„სიყვარულში ყოველგვარი ხრიკებია დასაშვები”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სასტუმროს აჭრელებული აბრა ადამიანის სულის სიჭრელეს წააგავს.სამწუხაროა!”
* * *
„საკუთარი შრომით შეძენილი ლუკმაპური გაცილებით უფრო ტკბილია და გემრიელი, ვიდრე ყველა ის მდიდრული სადილი, რომელიც წილად ხვდება ხოლმე ვინმე მუქთახორას”.
* * *
„ჭეშმარიტება და ნამდვილი სიყვარული ძლიერია ყველა ბოროტებაზე და უბედურებაზე ამქვეყნად”.
* * *
„სიყვარული ყველაფერია!”
* * *
„მე იმდენ ხანს ვდუმდი, რომ შემიძლია ახლა ვილაპარაკო!” – (ავტორი გენია.ჯი)