ამონარიდები სერგეი სარტაკოვის რომანიდან – „ყინულის განძი”

„თვალი მთელ ქვეყანას უნდა გადასწვდეს. სხვებთან ერთად კი საკუთარი თავიც არ უნდა დაგრჩეს შეუნიშნავი. საშიში რამაა სულ ცხვირწინ ცქერა. შეიძლება კოლბოხს არ წამოკრა ფეხი, მაგრამ კედელს მაინც შეეხლები შუბლით”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„განა შეიძლება ადამიანისათვის სულ ერთი იყოს, როგორ იმოქმედეს მისმა სიტყვებმა? მიზანში ხვდებიან, ნებისმიერ სისქეს გაგლეჯენ თუ რეზინის ბურთებივით ირეკლებიან?”

* * *

„თუ ნამდვილ სიყვარულს ელოდები, თვითონაც გულით უნდა შეიყვარო”.

* * *

„უნდა გყავდეს ისეთი ვინმე, რომ საზრუნავი და სატკივარი გაუზიარო”.

* * *

„სიცოცხლის სილამაზე თავის თავში უველა სხვა სილამაზესაც იტევს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყოველ ადამიანს თავისი საკუთარი და ერთადერთი, სხვისგან სრულიად განსხვავებული სიყვარული ახასიათებს… დიახ, დიახ! ერთადერთი”.

* * *

„დიდი ჩხუბის შემდეგ ყოველთვის უფრო ადვილია შერიგება. მაშინ უფრო ძნელია იმის გარკვევა, ვინ დაიწყო უწინ, როგორ და რატომ?”

* * *

„როგორ იქნება, უყვარდეთ და ერთმანეთს დაუმალონ – მცირე თუ დიდი, ახლობელი ან შორეული?”

* * *

„რა ფასი აქვს ადამიანს, სრულებით რომ არ უყვართ? “

* * *

„ისეთ სიტყვებს, უფრო მეტს რომ ნიშნავდეს, ვინემ „ძალიან”, მე ვერ ვპოულობ”. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>