ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„დანაშაულის აღიარების გარეშე განაჩენი კანონს არ ექვემდებარება”. – ჯემალ რატიანი (მდინარისა და მთებს გაღმა) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყოველთვის იყო ხალხი, რომელთაც უყვარდათ და ყოველთვის იქნება ხალხი, რომელთაც ეყვარებათ”. – ჩარლზ დიკენსი (დევიდ კოპერფილდი)
* * *
„არ არის არცერთი ადამიანი, რომ არ თვრებოდეს რაიმეთი. თავ-დავიწყებისათვის…”. – გრიგოლ რობაქიძე (ფალესტრა)
* * *
„მეგობრებო! ამ ქვეყნად ბევრი რამ არის უცნაური, და ერთი რამეც მეუცხოვება: დღეში ათიათას ქალსა და მამაკაცს შეხვდებით, მაგრამ ერთიც არ დაგამახსოვრდებათ, ზოგჯერ კი თვალწინ ვიღაც გაგიელვებს და ლურსმანივით ჩაგეჭედება. ერთი ან რამდენიმე წელიწადი გაივლის, ის ვაჟი თუ ქალი დაგეკარგება. მერე შორიდან მოჰკრავ თვალს ან პირისპირ შეგეფეთება და უმალვე გაგახსენდებათ: სად, როდის და როგორ შეგხვდა ის პიროვნება”. – მიხეილ ჯავახიშვილი (გივი შადური)
* * *
„სიყვარული დუელია, საცა ხშირად ორივე კვდება: ქალიც და ვაჟიც…” – გრიგოლ რობაქიძე (ფალესტრა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეტყობა, ადამიანები რამდენადაც სუსტი არსებანი ვართ, იმდენად ძლიერნი გახლავართ”. – ჯემალ რატიანი (მდინარისა და მთებს გაღმა)
* * *
„უკეთესია პიროვანი სიკვდილი, ვიდრე უპიროვნო უკვდავება…” – გრიგოლ რობაქიძე (ფალესტრა)
* * *
„ჭეშმარიტება მტკიცებას არ საჭიროებს!” – ჯემალ რატიანი (მდინარესა და მთებს გაღმა)
* * *
„როდესაც საქმე ღირსებას ეხება, სხვა დანარჩენი უმნიშვნელო ხდება”. – ზუნუნ აიუბი (ღირსება!)
* * *
„არავინ არ უნდა იცოდეს, რაზე ფიქრობ შენ”. – სერგეი ბოროდინი (ვარსკვლავები სამარყანდის თავზე) – (ავტორი გენია.ჯი)