ამონარიდები ალიმ ქეშოკოვის რომანიდან – „გატეხილი ნალი”
„თუ მეგობარმა გაწყენინა – იტირე, გეპატიება ცრემლი, მაგრამ თუ მტერმა გაწყენინა – იცინე, თვალებში უყურე და იცინე”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ნათქვამია, უიღბლო გინდ აქლემზე შესვი, ძაღლი მაინც მისწვდება და უკბენსო”.
* * *
„როცა კაცს სული დაუჩირქდება, ჩირქს რომ გადმოანთხევს, მხოლოდ მცირე ხნით იგრძნობს შვებას, ვიდრე კვლავ ჩაუდგება ბალღამი”.
* * *
„რამდენ მწუხარებას, რამდენ უბედურებას უძლებს დედამიწა და მაინც არ იდრიკება, არც ირყევა, დგას, როგორც იდგა საუკუნეები”.
* * *
„ეს ცხოვრება – ჭირვარამის ფერხულია!”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჯოჯოხეთურ წამებაში აღსასრულის მოლოდინს, სიკვდილი სჯობია”.
* * *
„ჩემო კეთილო შვილო, ადამიანს ადამიანი შობს, მხეცს – მხეცი”.
* * *
„დედამიწაზე დედის რძეზე წმინდა არ არის რა”.
* * *
„წყვდიადმა მოიცვა ქვეყანა, ადამიანმა დაკარგა თავისი სახე, გულები გაუქვავდათ, ერთიმეორეს კლავენ, ერთიმეორის სისხლს სვამენ, იერიღა შერჩათ ადამიანისა, მგლის გული უცემთ მკერდში, მგლის სისხლი უდგათ ძარღვებში”.
* * *
„სიკეთე წყალშიაც არ იძირება”. – (ავტორი გენია.ჯი)