ამონარიდები ალიმ ქეშოკოვის რომანიდან – „გატეხილი ნალი”
„ – იცით, რას გეტყვით? თუ გაინტერესებთ, რა ხდება მთის იქით, მთაზე უნდა ახვიდეთ და გადაიხედოთ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არ დავემორჩილები ბოროტებას სიკვდილის შიშით”.
* * *
„ვინც მლაშე წყალს შეექცევა, უნდა იცოდეს, რომ წყალი მოსწყურდება”.
* * *
„ – სადაც მოხუცს პატივს არ სცემენ, იქ ბედნიერებას ნურავინ ელის”.
* * *
„ზოგჯერ გვიან ხვდება ადამიანი, როგორ უნდა მოიქცეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მე სიამოვნებისთვის ვსვამ, ორგვარ უსიამოვნებას შუა რომ ზის: ფულის ფლანგვისა და თავის ტკივილებს შუა”.
* * *
„არა მგონია, ოდესმე დათვი მგლებისგან თხებს დაეხსნათ”.
* * *
„შიში ჟანგივითაა, ვისაც შეეპარება, სულსა და გულს ამოუჭამს”.
* * *
„ტანმომცრო ხარი სულ მაღალ რქებზე ოცნებობს”.
* * *
„ხალხი – ეს წოდებაა”. – (ავტორი გენია.ჯი)