ამონარიდი მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან – „თეთრი საყელო”
„ – ხათუთი, იცი რა არის ცოლ-ქმარის თანასწორობა?
- მწ! არ ვი. რაი ას, გამაგებინიდი.
მე ვაგებინებ: ქმარი რომ შინ იჯდეს და ცოლი კი გარეთ დადიოდეს. ქმარი ფულს შოულობდეს, ცოლი კი ჰფლანგავდეს. ქმარი უნჯობდეს, ცოლი კი არშიყობდეს. ქმარს არ ეცალოს, ცოლი კი ოჯახს ყოველ დღე სტუმრებით უვსებდეს და ქმარს სტუმრის შერჩევასაც არ ეკითხებოდეს. პაპიროსს სწევდეს, ორ ოთახსაც ვერ ალაგებდეს, საჭმელს ვერ ამზადებდეს, დახეულს ვერ აკერებდეს და დილით-დილამდე ჩაგკირკიტებდეს: „ფული მოიტა, ფული! დავაი, დავაი!’