ამონარიდები კონსტანტინე გამსახურდიას რომანიდან – „მთვარის მოტაცება”
„აჰ, თურმე ამქვეყნად ერთადერთი სამოთხე ყოფილა, როცა შიგა ხარ, ვერ ამჩნევ ამას, სახელდობრ, ბავშვობა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ღორჯოს ნუ ეხუმრები, ბიძი, ღორჯო ღორჯოა, რომ გაიზრდება, ღლავი გახდება და შეგჭამს”.
* * *
„უსამართლობა ბუნებას ჰქონია წესად”.
* * *
„დროა, მარტო ძველი დამსახურებით ყოყოჩობას ბოლო მოეღოს.
წარსულში ღვაწლი მიგიძღვის? დიდი მადლობა მოგვიხსენებია ამისათვის. მაგრამ შენ ეს მითხარი, დღეს რასა ჰქმნი?”
* * *
„უნდა ვისწავლოთ მცირედი ბედნიერებაც ვიკმაროთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არის ისეთი ჟამი ადამიანის ცხოვრებაში, როცა სულიერ სიმძიმილისაგან გულშეღონებულს ავად გახდომა და ფიზიკური ტკივილი სანუკველად უჩანს”.
* * *
„ძერის ბახალამ რაც უნდა ინანიოს, მტრედის მართვე მაინც ვერ გახდება”.
* * *
„მე მირჩევნია დავიღუპო, ვიდრე გულმოწყალების საგანი გავხდე”.
* * *
„საოცარია, – ამბობდა კაროლინა, – ჩვენს ახლოს დიდხანს ყოფნის გამო საგნები ისე გვეთვისებიან, თითქოს სხეულის ჩვენის ნაწილი ხდებიანო, ლხენათა და მწუხარებათა ჩვენთა ზიარი”.
* * *
„ჯვარიც დავკარგეთ, შურიგე, ჯვარიც დავკარგეთ და ღმერთიც”. – (ავტორი გენია.ჯი)