ამონარიდი ფრანც კაფკას რომანიდან – „პროცესი”
„ქალებს დიდი ძალა აქვთ. მე რომ ზოგიერთი ქალი, რომელსაც ვიცნობ, იმისათვის დამერაზმა, რათა ერთიანი ძალებით ჩემ სასიკეთოდ ემუშავათ, გარწმუნებ, აქამდე დაბრკოლებებსაც უკან მოვიტოვებდი და თავსაც ადვილად დავიძვრენდი. განსაკუთრებით კი ამ სასამართლოში შევძლებდი ამას, რომელიც თითქმის მთლიანად მექალთანეებისგან შედგება. დაანახე ერთი, საქმის მწარმოებელ მოსამართლეს ქალი თუნდაც შორიდან და იგი მზადაა სასამართლოს უპირველეს მაგიდასაც გადაახტეს და ბრალდებულსაც, ოღონდ კი მასთან დროულად მივიდეს და ხელიდან არ გაუშვას”. – (ავტორი გენია.ჯი)