ამონარიდები მაქსიმ გორკის რომანიდან – „არტამონოვების საქმე”
„უსიყვარულოდ ცხოვრება – ვაია, სიყვარულით – ვუი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი ღმერთი როდია, ადამიანი არ შეგინდობს, ვერც ადვილად აამებ”.
* * *
„როცა პასუხს არ აგებ, ცხოვრება იოლდება, მაგრამ რა ბედენაა ასეთი ცხოვრება!”
* * *
„კაცმა არ იცის, რას რა მოჰყვება”.
* * *
„გახსოვდეს, რეგვენებს მხოლოდ ზღაპრებში აქვთ იღბალი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მე რომ ვიცი, ეგ საშიში არ არის, რადგან ჩემთვის ვიცი”.
* * *
„ – ასეა, ასე! თუ არ იხარბებს კაცი, ყველას ყველაფერი ეყოფა”.
* * *
„ – არ შეიძლება ადამიანს აუკრძალო ისე ცხოვრება, როგორც თავად უნდა”.
* * *
„მართალია: ღმერთი შორსაა. და რამდენადაც დაბალია ადამიანი, მით უფრო მაღლაა ღმერთი, განრიდებული ჩვენთა დამპალ და შმორიან ცოდვათაგან”.
* * *
„საჭიროზე მეტის ცოდნა მავნეა”. – (ავტორი გენია.ჯი)