ამონარიდები ვიქტორ-მარი ჰიუგოს რომანიდან – „საბრალონი”
„უბედურება არ არის? ღმერთმა ჰაერი მიანიჭა ადამიანს, კანონი კი მას ეუბნება, თუ გინდა იყიდეო. მე კანონს არ ვგმობ, მაგრამ ღმერთს ვადიდებ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ეს ჩემი სახლი როდია. ეს სახლი იესო ქრისტესი არის. ეს კარი შემოსულს იმას კი არ ჰკითხავს, რა გქვიაო, არამედ – რა გაწუხებსო? თქვენ იტანჯებით, გშიათ და გწყურიათ? კეთილი იყოს თქვენი ფეხი. მადლობას ნუ მეტყვით; ნუ მეტყვით, რომ ჩემს სახლში მიგიღეთ. ეს სახლი იმისია, ვისაც ბინა უჭირს, და სხვა არავისი. თქვენ მგზავრი ხართ, მაგრამ ამ სახლში თქვენ უფრო თქვენს სახლში ხართ, ვიდრე მე. ყველაფერი თქვენია, რაც კი აქ მოიპოვება. რად მინდა მე თქვენი სახელი? თუ არადა, თქვენ ჯერ ხმაც არ ამოგეღოთ, რომ მე უკვე ვიცოდი ვინ იყო ჩემი სტუმარი.
გაკვირვებულმა მგზავრმა თვალები დააჭყიტა.
- არა, მართლა, თქვენ იცოდით, ვინა ვარ?
- დიახ, მიუგო ეპისკოპოსმა, – თქვენ ჩემი ძმა გქვიათ”.
* * *
„შეცდომა დედაკაცისა, ბავშვისა, მოსამსახურისა, სუსტისა, ღატაკისა და უგუნურისა, არის შეცდომა ქმრისა, მამისა, ბატონისა, ძალოვანისა, მდიდრისა და მცოდნისა”.
* * *
„ხშირად არის ხოლმე: რამდენადაც დიდებულია საქმე, იმდენად ნაკლებად ესმის საზოგადოებას”.
* * *
„ყველაზე კარგი საკურთხეველი – უბედურის სულია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვინც კმაყოფილია მღვდლის ანაფორით, ღმერთი არქიეპისკოპოსის მანტიას მიანიჭებს”.
* * *
„შემცდარია, ვინც ისე ჩაუკვირდება ღვთის კანონს, რომ ადამიანისას ვეღარ შენიშნავს”.
* * *
„რა საშიშია ის, ვინც ჩვენს ქისას, ან ჩვენს სიცოცხლეს ემუქრება? იმისი გვეშინოდეს, ვინც ჩვენს სულს დამუქრებია”.
* * *
„ღმერთი იმას უნდა, ვისაც არაფერი აქვს. რაღა დარჩება, ეგეც რომ წავართვათ?”
* * *
„წისქვილი დავანგრიეთ, მაგრამ ქარი დარჩა”. – (ავტორი გენია.ჯი)