ამონარიდები კომარკ მაკ-კართის რომანიდან – „გზა”
„სადაც ადამიანი ვერ ცოცხლობს, იქ უკეთესი დღე არც ღმერთებს ადგიათ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ამბობენ, ქალი სულ იმას ფიქრობს, ვისზეც ვზრუნავ, იმას საფრთხე ხომ არ ემუქრებაო, მამაკაცი კი სულ იმას ფიქრობს. მე რა მემუქრებაო”.
* * *
„ – მგონია, ადამიანი ჯერ საკმარისად შეშინებული უნდა იყოს, რომ მერე იფხიზლოს, გაფრთხილდეს, წინდახედულობა გამოიჩინოს”.
* * *
„ვიდრე ცოცხალი ხარ, სიკვდილი ყოველთვის წინ გაქვს”.
* * *
„ადამიანმა, რომელსაც არავინ ჰყავს, სათავისოდ აჩრდილი მაინც უნდა შეთითხნოს”.
* * *
„გონებაში უნდა აღიდგინო, რა იყო, როგორ იყო და თუ გასახსენებელი არაფერი გვაქვს, წეს-ჩვეულება თვითონ უნდა მოიგონო, შექმნა არაფრისგან და სული შთაბერო”.
* * *
„ადამიანი სულ ფხიზლად უნდა იყოს. გასაჭირი მაშინ თუ წამოგადგა თავს, როცა ამას ყველაზე ნაკლებად მოელი, მაშინ, ალბათ, ისა სჯობს, სულ მის მოლოდინში იყო”.
* * *
„მათხოვარს არჩევანი არ აქვს”. - - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არ არსებობს დედამიწის ისტორიაში არც ერთი წინასწარმეტყველი, დღეს პატივს რომ არ მიაგებდნენ”.