ამონარიდები ართურ კონან დოლის რომანიდან – „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი”
„არასდროს არ უნდა უკუაგდოთ ზედმეტი შანსი, რა უმნიშვნელოც არ უნდა იყოს იგი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დაღუპულ საქმეს ოხვრა და ვიში აღარ უშველის”.
* * *
„ – უინვუდ რუდმა თქვა ყველაზე სხარტად ადამიანებზე, თუ თითოეული მათაგნი ამოუხსნელი ამოცანაა, ხალხი მათემატიკურ ერთეულს წარმოადგენსო”.
* * *
„ხანდახან ჩვენს შორის ყველაზე უკეთესიც შეცდება”.
* * *
„ადამიანი, თავისი საცოდავი პატივმოყვარეობით და ბეჯითი და გულმოდგინე ბრძოლით, როგორ ცოტა რამესა გრძნობს და განიცდის იმასთან შედარებით, რასაც ბუნების ძალები მოიცავს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ემოციურობა და საღი აზროვნება ერთმანეთთან ვერ რიგდებიან”.
* * *
„ძნელია ადამიანმა, რომელიც ყოველდღიურად სარგებლობს რაიმე ნივთით, ამ ნივთს თავისი პიროვნებისათვის დამახასიათებელი კვალი არ დააჩნიოს”.
* * *
„ – რას ვაკეთებთ ამ, ქვეყანაზე, ამას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია აიძულოთ ადამიანები იფიქრონ, რომ თქვენ რაღაც გააკეთეთ”.
* * *
„ვიდრე ერთად დავსახლდებოდეთ, ჯობია ვიცოდეთ რა გვჭირს საძრახისი”.
* * *
„უკიდურესობამდე არაფრის მიყვანა არ ვარგა”. – (ავტორი გენია.ჯი)