ამონარიდები მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან – „არსენა მარაბდელი”

„უსამართლობა და სიმართლეც ნამივით იკარგება, მაგრამ ამავე დროს არც იკარგება და როდესმე და სადმე ისევ გამოჟონავს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თუ ერთხელ მაინც არ მოგივიდა მარცხი, გამარჯვებას რავა ისწავლი!”

* * *

„ჭირი მუდამ ყოფილა, მაგრამ ვინ გიჟი დაუწვება და შეეჩვევა!”

* * *

„საცა სიტყვა გასჭრის, სისხლი რა მოსატანია! და თუ ზოგჯერ ჩვენი სიტყვა არა სჭრის, ისევ ჩვენი ბრალია. ჩვენს სიტყვას თავდაპირველად ჩვენვე დავდოთ ფასი და სხვებიც დააფასებენ”

* * *

„იცოდეთ, ძმებო, რომ გამძლეობა და შეუპოვრობა ვაჟკაცობაზე უფრო ძნელი საქმეა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ხმამაღლა ჭირის თქმა აბა რა ბედენაა! შეგიბრალებენ და და გათავდება”.

* * *

„ყველაფერს თავის დრო, თავის ალაგი და ზომა უნდა ჰქონდეს”.

* * *

„ – ხალხი რომ ხრამისკენ გაიქცევა, ისევ ჩამორჩენა სჯობია”.

* * *

„ჩიტს დაედევნები და ისევ დაიჭერ, ან მოჰკლავ, სიტყვა კი ბოლივით წაგივა, მერმე წამწამივით დაგაჯდება თვალზე და არასოდეს არ შეგრჩება”.

* * *

„შებრალებული კაცი ვაჟკაცად აღარ გამოდგება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება