ამონარიდები ალექსანდრე აბაშელის რომანიდან – „ქალი სარკეში”

„ – ღმერთი ჩვენ შევქმენით, ჩვენვე მოვსპეთ”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – სწორ მიმართულებას ერთხელ აცდენილი აზრი ბრმასავით დაეხეტება ოღრო-ჩოღროებზე, ვიდრე მართალ გზას გაიგნებდეს”.

* * *

„ვინ იცის, რას შეიძლებს კაცობრიობა უკიდურესი საფრთხის წინაშე!”

* * *

„ქრისტე არაფერ შუაშია აქ… ქვეყანას სატანა ღუპავს, გესმით? – სატანა!..”

* * *

„ – უფსკრული მხოლოდ მწვერვალიდან ჩანს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ყველაფერი თავის გამართლებას თავის დროზე იპოვის”.

* * *

„ – იმედს საფუძველი სჭირია”.

* * *

„სიცოცხლის უმაღლესი ფორმა იბრძვის არსებობისათვის და სპობს უმდაბლეს ფორმებს”.

* * *

„ხვალინდელი საქმე უფრო მეტი რეალობაა, ვიდრე გუშინდელი”.

* * *

„ – ოღონდ თავი გადარჩეს და თმა თუ შეიტრუსება, არაფერია!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება