ამონარიდები ჩარლზ დიკენსის რომანიდან – „დავიდ კოპერფილდი”

„მთელი ქვეყანა გადარეულია, გადარეული, ჩემო კარგო, და მსოფლიო საგიჟეთია!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ნუ იქნები სულმდაბალი, ორპირი და სასტიკი”.

* * *

„დრო და ზღვის მოქცევა თავის გარდაუვალი წესით მიდიან და არ ელიან არც ადამიანს და არც მის მზადებას”.

* * *

„ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ მოვა დრო, ადრე თუ გვიან, როდესაც ეს ხალხი, ასეთი მხიარული და უდარდელი ჩვენი პირველი მოსვლისას, გაიფანტება იქით-აქეთ. ზოგი მოკვდება, ზოგი ქვეყნის მეორე ბოლოში წავა. ზოგიც… რა ვიცი, ცოტა სისულელე მოგივა ადამიანს თავში, როდესაც არავინ არის შენს გარშემო?”

* * *

„საბედისწერო ცვილებების საშინელი მოლოდინი აყრუებს ადამიანის გულში ყველა დანარჩენ გრძნობას”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – გაბედულად უნდა დავუხვდეთ ცხოვრების უკუღმართობას, ჩემო კარგო, და არ დავეჩაგვრინოთ მას. ვითამაშოთ ჩვენი ცხოვრების პიესა ბოლომდე და ნურაფერს მივაქცევთ ყურადღებას”.

* * *

„დიდი სიმართლეა იმაში, რომ ცხოვრება წვრილმანებიდან შედგება”.

* * *

„თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ შეიძლება გამოიცვალოს გარემოება ადამიანის ცხოვრებაში”.

* * *

„ქვას სისხლს ვერ გამოადენ; მოვალეს ვერ გამოსწურავ ფულს, თუ მისი ქისა ცარიელია”.

* * *

„უნდა შეებრძოლო ამ ქვეყანას და რაც უფრო მალე დაიწყებ ამ ბრძოლას, მით უკეთესია”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება