ამონარიდები მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან – „არსენა მარაბდელი”
„ერთხელაც გეტყვით და დამიჯერეთ: ეგ ენები დაიმოკლეთ, ეგ ხანჯლები დაიგრძელეთ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არსაქნელი არ იქნების”.
* * *
„ასწიე ღონესა ჰქვია, დასწიე უღონობასა”.
* * *
„დიდი ბედნიერების მონელება უფრო ძნელია, ვიდრე დარდისა”.
* * *
„ლომს უფრო ადვილად გააგდებინებ ბატკანს, ვინემ გლეხს მიწას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – დღეს ყველა ადამიანი უნდა გაქვავდეს, თორემ ამ ცხოვრებას როგორ გაუძლებს!”
* * *
„ – ცეცხლი და სამარცხვინო საქმე სათავეშივე უნდა ჩავაქროთ”.
* * *
„თუ ხალხი ხალხობს, თავისას მაინც შეასრულებს”.
* * *
„შენი თავი შენ გეკუთვნის და რაც გინდა უყავი, მაგრამ სხვებს რაღას ერჩი?”
* * *
„ამ ხალხისათვის ვიბრძოდი? ამათ უნდა ამიშენონ გლეხური სიონი? ეს ხალხი კი არა, ლაფი ყოფილა, ქვიშა, ჭაობი, მათ კირი არა ჰქონიათ. არ აშენდების შლამისგან ბირთვის-სამშვილდის ციხენი. ვაი დაკარგულო ჯაფავ! ვაი ტყუილ-უბრალოდ დაღუპულო ძმადნაფიცებო! ვაი შენც, ბედოვლათო ოძელაშვილო!” – (ავტორი გენია.ჯი)