ამონარიდი რეზო ჭეიშვილის თხზულებიდან – „გია”
„რატომ უნდა გავაჩინო ჩემნაირი?.. რისთვის უნდა მოვავლინო ამ ქვეყანას? რა გასაჩენი ვიყავი ან მე ან ბეჟანი? რა არის სიცოცხლე? მოდიხარ დროებით და მიდიხარ სამუდამოდ; შუალედში – მოსვლასა და წასვლას შორის, დასაწყისსა და დასასრულს შუა უნდა იფიქრო არა დასაწყისზე, არამედ მხოლოდდამხოლოდ წასვლაზე, სიკვდილის მძაფრ და მტანჯველ შეგრძნებაზე. რისთვის ჩავაყენო სხვა ამ ყოფაში, ჩემი გაჩენის ერთ დანაშაულს უნდა მივუმატო მეორე – სხვისი შექმნის მეორე დანაშაული, რატომ?”