ამონარიდი დავით კვიცარიძის რომანიდან – „მწვანე ქალაქი”

„ – ბატონო ვალიკო, მართლა მესამე ცოლი გყავთ?

- კი, მესამეა!

- რანაირად?

- რა ვიცი, მოხდა ასე… პირველმა ორმა თითო ბავშვი დამიტოვა, მესამემ თვითონ მომიყვანა ორი, მერე რასაკვირველია, ცოტა ჩვენც მოვინდომეთ და ორს ორი მივუმატეთ. დაიზარდნენ ბავშვები. დილით, ასე 11 საათი იქნებოდა, შინიდან გამოვედი, ეზოში უკვე ირევიან ბავშვები, დახტიან, ყვირიან, მგონი ჩხუბობენ კიდეც. მართლა უტყაპუნებდნენ ერთმანეთს დაუზოგავად. ვუყურე, ვუყურე იმ ცემა-ტყეპას და ვიყვირე: მარგო! (ჩემი მესამე მეუღლის სახელი გახლავთ) მარგო მეთქი. როცა ცოლი გამოჩნდა ვუთხარი, შეხედე, შეხედე, მარგო, ჩემი და შენი ბავშვები, ჩვენს ბავშვებს სცემენ-მეთქი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>