ამონარიდები ნათია ფანჯიკიძის წერილების კრებულიდან – „შიშო, გამოდი გარეთ”
„რაც სიცოცხლედ მიღირს, სწორედ ის მიღირს სიკვდილად”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საჩუქარი სინამდვილეში არასდროსაა უფასო”.
* * *
„შეიძლება თან გადაჰყვე და სძულდე ან უყვარდე ისე, უბრალოდ, არანაირი დამსახურებისთვის”.
* * *
„ყოველი ხმაური ბოლოს დუმილად იქცევა”.
* * *
„ადამიანებს, რომელთაც ხვალინდელი დღის შიში აქვთ, უჭირთ დაგეგმონ გრძელვადიანი მომავალი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიკეთე დიდი ძალაა და მე ჯერ არ მინახავს კარგი ადამიანი ყველასგან მიტოვებული. კარგ ადამიანს ყოველთვის ჰყავს ერთი ნამდვილი მეგობარი მაინც”.
* * *
„თუ გიყვართ ზღაპრები, გყვარებიათ ნამდვილი ამბავი”.
* * *
„ამ პლანეტაზე ყველა სულდგმული ერთმანეთს ჭამს, რომ გადარჩეს. ერთმანეთს კლავს, რომ არ მოკვდეს. ამ პლანეტაზე თუ რამე არ გაანადგურე, გაატყავე, ვერ შეიმოსები; თუ არ გაბურღე, მოჩეხე, დააგუბე, დაწვი, ვერ გათბები”.
* * *
„ადამიანი მარტო კვდება და ვერავინ მოკვდება მის მაგივრად”.
* * *
„შექმენით თქვენი კუნძულები, სადაც ყველაფერი ისეთია, როგორიც თქვენ მოაწყვეთ და ღმერთი რომ გადმოიხედავს, აფუსფუსდით, თითქოს კიდევ უამრავი რამ დაგრჩათ საკეთებელი”. – (ავტორი გენია.ჯი)