ამონარიდები ჰერმან ბროხის რომანიდან – „ვერგილიუსის სიკვდილი”
„ძალაუფლებისათვის ბრძოლა ადამიანს აშორებს ადამიანისაგან ყველგან, სადაც კი ადამიანები გვერდიგვერდ ცხოვრობენ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მბრძანებელი იქნება თუ კალმოსანი, ყველა დიდებას ეძიებს, რათა სასაცილოა, მაგრამ, უკვდავება ჰპოვოს დიდებაში”.
* * *
„დრო არაფერს უწევს ანგარიშს”.
* * *
„ – ადამიანს ძალუძს ღმერთებამდე მიაღწიოს თავისი ფიქრით, და ეს, ვგონებ საკმარისია მისთვის”.
* * *
„ყოვლისშემძლეა სიკვდილი. ყოვლისშემძლე ტევრი, რომელსაც ვერ დააღწევ თავს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არაფერი ხდება აუცილებლობის გარეშე. უბრალოდ, არაფერი ხდება”.
* * *
„ყოველივე აზრს კარგავს, თუ დავიწყებულია მოვალეობა და დარღვეულია აღთქმა, თუ გატეხილია ფიცი, საიდუმლო პირველსაწყისის აღმნიშვნელი ფიცი, რომლის დაცვა ღმერთებისა და ადამიანის ვალია”.
* * *
„ – მე ვიცი, რომ ძალადობა ამოუძირკვავია დედამიწაზე”.
* * *
„დრო ყოველთვის მწიფდება რაღაცისათვის”.
* * *
„ადამიანი მარად იგივე რჩება”. – (ავტორი გენია.ჯი)