ამონარიდი რეზო ჭეიშვილის მოთხრობიდან – „მეოთხე პალატა”
„მათემატიკა კლასში სულ სამ კაცს უყვარს… შვიდი უბრალოდ, კარგად სწავლობს, ესეც ათი… თუ ვიგულისხმებთ, რომ კლასში სულ ორმოცი მოსწავლეა, მაშინ დარჩენილი სამოცდათხუთმეტი პროცენტის ნახევარზე ცოტა მეტი იძულებულია გაძაღლებულად ისწავლოს… ოცდახუთმა პროცენტმა აბსოლუტურად არაფერი არ იცის და არც უნდა, რომ იცოდეს. სხვანაირად არც შეიძლება, ვის გაამტყუნებ? შენ შეძლებ მუსიკა ასწავლო ადამიანს, რომელსაც ასი ვირის სმენა აქვს? რა იმისი ბრალია, რომ ვირის სიფაქიზე დაჰყვა… ასე გააჩინა ბუნებამ და რა უნდა ვქნათ, ჩვენ ყველანი ბუნების შვილები ვართ, ბოლოს და ბოლოს…” – (ავტორი გენია.ჯი)