ამონარიდები თედორე დოსტოევსკის თხზულებიდან – „იატაქვეშეთის ჩანაწერები”

„არავინ, არცერთმა სულიერმა არ უნდა იცოდეს, ქმარსა და ცოლს შორის რა ხდება, თუკი მათ ერთმანეთი უყვართ. როგორი წაჩხუბებულიც არ უნდა იყვნენ, განმსჯელად მშობელ დედასაც არ უნდა მოუხმონ და ერთიმეორეზე სასაყვედურო არაფერი თქვან. თავიანთი განმსჯელნი თავად უნდა იყვნენ. სიყვარული ღვთაებრივი საიდუმლოა და ყველას თვალთაგან ფარული უნდა იყოს, რაც უნდა მოხდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„როგორც ჩანს, ჩვევას დიდი ძალა აქვს! ეშმაკმა უწყის, ჩვევა ადამიანს რად გადააქცევს”.

* * *

„ცხოვრება როგორ უნდა, ჯერ თავად უნდა ისწავლო და სხვები მერე დაადანაშაულო”.

* * *

„ზოგი ქალი ისეთია, ქმარი რაც უფრო ძლიერ უყვარს, მით უფრო ხშირად ეჩხუბება”.

* * *

„ადამიანი მხოლოდ თავის გასაჭირს ხედავს, ბედნიერებას კი ვერ ამჩნევს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ამქვეყნად ყოფნა კარგია, როგორც არ უნდა ცხოვრობდე”.

* * *

„განვითარებული და წესიერი ადამიანი პატივმოყვარე ვერ იქნება საკუთარი თავის მიმართ უსაზღვრო მომთხოვნელობისა და დროდადრო ზიზღისა და სიძულვილის გარეშე”.

* * *

„ყოველი ადამიანის მოგონებანი ისეთ რამეს შეიცავს, რასაც იგი ყველას არ გაუმჟღავნებს, მხოლოდ მეგობრებს თუ გაანდობს. ისეთი მოგონებებიც არსებობს, მეგობრებსაც რომ არ გაანდობ და მხოლოდ საკუთარ თავს გაუმჟღავნებ, თანაც საიდუმლოდ. მაგრამ, ბოლოს, ისეთი მოგონებებიც არსებობს, ადამიანს საკუთარი თავისთვის გამჟღავნებისაც რომ ეშინია”.

* * *

„ადამიანი კომიკური არსებაა”.

* * *

„ადამიანს აღმშენებლობა და გზის გაკაფვა რომ უყვარს, ეს უდავოა. მაშ ნგრევაცა და ქაოსიც ასეთი ჟინით რატომ უყვარს? აი, ეს მითხარით!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>