ამონარიდები ვანო ურჯუმელაშვილის მოთხრობებიდან…
„ – ერიჰა, შენ ადამიანობა თქვი, თორემ სილამაზე რა ბედენაა”. – (მძახლები) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ტყუილად კი არ უთქვამს იმ დალოცვილ გოეთეს თუ შექსპირს, ბევრი რამ ხდება, ჰორაციო, ქვეყნად ისეთიო!..” – (დაუპატიჟებელი სტუმარი)
* * *
„კარგი სიტყვა კარგი მოსასმენია”. – (მძახლები)
* * *
„ – თურმე შეიძლება კაცმა სიბერემდე იცხოვროს და ჭკუა მაინც ვერ ისწავლოს”. – (დაუპატიჟებელი სტუმარი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დედის გულისთანა მგრძნოაბიარე არაფერია ქვეყანაზე”. – (სიყვარული)
* * *
„ყოველი ყვავილი ადრე თუ გვიან გაიშლება. ქალსაც უდგება დრო, როცა მისთვის გათხოვება აუცილებელია”. – (მძახლები)
* * *
„განა ერთ ბრძოლას უფრო მეტის თქმა არ შეუძლია ადამიანზე, ვიდრე მთელ მის ცხოვრებას?!” – (ლეიტენანტი თვალიაშვილი)
* * *
„წლები სილამაზეს წაიღებენ, ადამიანობა კი სამარეში თან ჩაჰყვება. – (მძახლები)
* * *
„ყველა ტყვია მიზანს არ ხვდება”. – (ნასტია)