ამონარიდები ელზა ტრიოლეს რომანიდან – „ვარდები ნისიად”

„რაც უფრო დაბალია ადამიანის კულტურა, მით უფრო მცირეა მისი აზროვნების უნარი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ვერ წარმოიდგენთ, რა ჯურის ქალები არ არსებობენ ქვეყანაზე! ზოგი ზედმეტად ემოციურია… სხვას გადამეტებით უყვარს ფული… ანდა გატაცებული არიან სხვადასხვა იდეით… პოლიტიკით… მორალით… პრინციპებით და შეხედულებებით, ეშმაკმა იცის, რას არ გამოიგონებენ!”

* * *

„არავითარ ძალას არ შეუძლია წინაღუდგეს ორი არსების გაერთიანების სურვილს, ისინი ცხედრებზე გადაივლიან და თავიანთ ბედნიერებას მაინც მიაღწევენ”.

* * *

„მანდილოსნებს უყვართ თავიანთ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი, მაგრამ ბოლოს იძულებული ხდებიან აღიარონ, რომ მთავარი ოჯახში კაცია, ქმარი…”

* * *

„როცა რაიმე ძალიან გინდა, ყოველთვის იპოვი გამოსავალს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რა სასაცილონი არიან ქალები, როდესაც ისინი ებღაუჭებიან უკვე გავლილ ახალგაზრდობას!”

* * *

„როცა ბუნებასთან გაქვს საქმე, აჩქარება არ გმართებს”.

* * *

„სასაცილოა – გათხოვილი იყო და ცოლ-ქმარი ცალ-ცალკე ცხოვრობდეთ”.

* * *

„არიან ადამიანები, რომლებიც სადღაც შორს მიდიან ფათერაკებისა და თავგადასავალთა საძიებლად, ისეთებიც არიან, რომლებიც მოწყენილობისაგან ლამის არის მოკვდნენ… ვერ გაუგიათ, რომ ყოველ ბალახში, გზის პირას მდებარე ყოველ კენჭში წარმტაცი თავგადასავალი იმალება”.

* * *

„ვარდები ნისიად არ იყიდება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება