ამონარიდები ალექსის ბუვიეს რომანიდან – „დიდებული იზა”
„ – რომ სიმართლით ვსაჯოთ, ყოველთვის ჩვენ ჩვენი თავი იმათ ადგილას უნდა დავაყენოთ ხოლმე, რომელთა ზედაც ჩვენა ვსჯით…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ნუთუ თქვენ გგონიათ, რომ ორჯერ შესაძლო არის სიყვარული? განა გული დასაფხრეწი საგანია, რომ ყველას თითო-თითო ნაკუწი დაურიგდეს? ოჰ, რა სასაცილონი ხართ მამაკაცები, რომ სიყვარული ასე მჩვრად მიგაჩნიათ”.
* * *
„ხშირად შეიძლება შეხვდეს კაცი იმისთანა ნამუსდაცემულ ქალებს, რომელნიც ჩაფლულნი არიან ბოროტევის მორევში, მაგრამ სარწმუნოება კი არ დაუკარგავთ”.
* * *
„ხალხი ყოველთვის ხარბია ხოლმე ახალი ამბების”.
* * *
„„პატიოსნება და გულუბრყვილობა იშვიათი ღირსებაა, ნამეტნავად”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიყვარულს ეჭვიც მოსდევს…”
* * *
„კაცის კვლას სწავლა და ცოდნა არ უნდა. მომხდარა, რომ ძალიან მშვიდობიან კაცს ზიზეზი მისცემოდეს და კაცი მოეკლას”.
* * *
„იმისთანანიც არიან, რომელნიც პატიოსნად ასრულებენ თავის თანამდებობას…”
* * *
„მართლმსაჯულება ყოველთვის ისე მკაცრი არ არის, როგორც ამბობენ”.
* * *
„თვითონ სამართლიანობა ითხოვს, უსაბუთოდ კაცი არ იტანჯებოდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)