ამონარიდები ჰარპერ ლის რომანიდან – „ნუ მოკლავ ჯაფარას”
„არის ერთი რამ, რაც უმრავლესობის დაკანონებულ შეხედულებებს არ ექვემდებარება. ესაა ადამიანის სინდისი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხალხს არ უყვარს საქმის დაჭერა ისეთ ადამიანებთან, ვინც მათზე მეტი იცის, ეს ყველას აღიზიანებს”.
* * *
„ჭკუათმყოფელი ადამიანი თავის ნიჭით არასოდეს იამაყებს”.
* * *
„ნამდვილი სიმამაცე ისაა, როცა წინასწარ დარწმუნებული ხარ შენი წამოწყების წარუმატებლობაში და მაინც, ყველაფრის მიუხედავად, იღწვი და ბოლომდე მიგყავს ის”.
* * *
„ყოველ ადამიანს უფლება აქვს, საკუთარი აზრი იქონიოს და მათი აზრი პატივისცემასაც იმსახურებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რის მაქნისები ვართ, მაშინ გამოჩნდება, როცა ყველაზე მეტად გვიჭირს…”
* * *
„იცი, არიან ადამიანები, რომლებიც იმდენს ფიქრობენ საიქიოზე, რომ ნამდვილი ცხოვრებისა არაფერი გაეგებათ”.
* * *
„ზოგ შემთხვევაში, კანონს ოდნავ თუ არ გადაუხვიე, არაფერი გამოვა”.
* * *
„ზრდილობა მოითხოვს, ადამიანს იმაზე ესაუბრო, რაც მას აინტერესებს და არა იმაზე, რაც შენ გაინტერესებს”.
* * *
„რაც უნდა იყოს, ყოველი ბრბო ადამიანებისაგან შედგება. ეს კი რაღაცას ნიშნავს. ნიშნავს იმას, რომ გამხეცებული ადამიანების ბრბოც შეიძლება შეაჩერო, რადგან გულის სიღრმეში მაინც ადამიანებად რჩებიან…” – (ავტორი გენია.ჯი)