ამონარიდები სერგო კლდიაშვილის მოთხრობიდან – „გორგასალის თასი”
„ვის არ გიყვართ ის წმინდა ადგილი, სადაც თქვენი ბავშვობის ფეხის კვალი აღბეჭდილა, იმ გარემოს მინდორი და ბორცვი, სადაც თქვენი უდარდელი სიმღერა ისმოდა! ვინ იქნება ისეთი, ვისაც სიცოცხლის მიწურულში არ მოსწყურდება იმ სოფლის წყარო! ვისი გული არ აათრთოლოს სურვილმა ერთხელ კიდევ შეხედოს თავის ბავშვობის სუფთა ცას, ბორცვებს და ხევს და იქ, თითქოს სახსოვრად შენახული, წკრიალა ხმის გამოძახილი არ მოელანდოს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სამშობლო – ეს ხომ თქვენ ხართ, კეთილო ადამიანებო, რომლებმაც მკერდში გული სიყვარულის ბუდედ ჩამიდეთ!”
* * *
„განა მხოლოდ იმიტომ შეჰხარიან მშობლიურ ადგილს, რომ ბუნებას უხვად შეუმკია? თუნდაც ულაზათო ხრიოკი, მაგრამ საამო წარსულთან დაკავშირებული, განა ნაკლებად მიმზიდველია? “
* * *
„ღმერთო ჩემო, რა საჭიროა გაპრანჭული წინადადება, როცა შეიძლება უფრო მარტივად, გასაგებად და ისე ითქვას, რომ სიტყვების კორიანტელი არ დადგეს! როგორ მახარებთ თქვენ, ბუნებრივად დალაგებულო სიტყვებო, როცა, ვითომდა არტისტიზმის გამოსაჩენად, ძალადობას არ მიმართავენ თქვენს წინააღმდეგ! რა საამოა მაშინ თქვენი მოსმენა, რა ნათელია აზრი და რა ღრმად სწვდება სულსა და გულს!”
* * *
„რა დიდი სიხარულია სიცოცხლე ხანდახან!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დიდებული საქმეა ხალხში განათლების შეტანა”.
* * *
„შური, შური… აი ჩვენი დამღუპველი ავი სენი…”
* * *
„ – დაილოცა მიწის მადლი, ყველაფერი მისგანაა! პატარა ბავშვი არ საჭიროებს იმდენ მოვლას და ზრუნვას. მოუვლი – სიკეთით გადაგიხდის, არადა – ნურაფერს ელი, ნურაფერს მოსთხოვ…”
* * *
„განა შეიძლება ადამიანი თუნდაც წუთით არაფერზე არ ფიქრობდეს?”
* * *
„რა საშინელებაა ის პირობითობა, რომლის გადალახვა ხანდახან შეუძლებელი ხდება!” – (ავტორი გენია.ჯი)