ამონარიდები გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგის პიესიდან – „ემილია გალოტი”
„დიდია თუ პატარა, მეფე მეფეა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა ერთ საქმეს ვაკეთებთ, ჩემო შვილებო, არც მეორე უნდა დავივიწყოთ!..”
* * *
„იცოდე, ჩემო გოგონა, რომ შხამი, რომელიც მაშინვე არ მოქმედებს, არანაკლებ საშიში შხამია ხოლმე”.
* * *
ზეცა ლოცვის სურვილსაც კი ლოცვად ჩაგვითვლის”.
* * *
„სხვის შეცოდებას შეუძლია ჩვენდა უნებურად თავის თანამონაწილედ გაგვხადოს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩვენს ჭკუას ნუ მივაწერთ იმას, რაც ბედმა მოგვიტანა”.
* * *
„როცა ეშმაკი ერთ ღერ თმაში გწვდება, სამუდამოდ დაგისაკუთრებს”.
* * *
„პრინცებს მეგობრები არა ჰყავთ, მათ არ შეიძლება ჰყავდეთ მეგობრები! მერედა რა არის ამისი მიზეზი? მიზეზი ის არის, რომ მათ არ სურთ მეგობრები ჰყავდეთ: დღეს ისინი ღირსსა გვხდიან თავისი ნდობისა, გაგვიზიარებენ ყველაზე იდუმალ განზრახვასაც კი, მთლიანად გადაგვიშლიან გულს, ხვალ კი მათთვის ისევე უცხონი ვხდებით, თითქოს ერთი სიტყვაც არასდროს არ ეთქვათ ჩვენთვის”.
* * *
„ასეთია მგრძნობიარე ადამიანთა ბედი. სიყვარული მათ სულელურ ოინს უწყობს ხოლმე”.
* * *
„ნუ მხიბლავთ ძალაუფლებით”. – (ავტორი გენია.ჯი)