ამონარიდები ჰარპერ ლის რომანიდან – „ნუ მოკლავ ჯაფარას”
„ჯელტმენებო, სასამართლო არ შეიძლება იყოს იმ ადამიანებზე უკეთესი, რომლებიც მსაჯულთა მოვალეობას ასრულებენ. სასამართლო იმდენადაა სანდო, რამდენად სანდოა მსაჯულთა საბჭო. მსაჯულთა საბჭოს სამართლიანობას კი მასში შემავალი ცალკეული პირების სამართლიანობა განაპირობებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩვენს ცხოვრებაში ზოგჯერ ხდება ხოლმე ისეთი რამ, რაც ადამიანებს ჭკუას აკარგვინებს”.
* * *
„ერთადერთი ადგილი, სადაც თანასწორად უნდა სჯიდნენ ყველას – კანის ფერის განურჩევლად – ესაა სასამართლო”.
* * *
„ერთხელ ჯეფერსონმა თქვა, რომ განგებამ ადამიანები თანასწორუფლებიანები გააჩინა”.
* * *
„ყველა ადამიანი ერთნაირად დაჯილდოებული არ იბადება: ერთი ნიჭიერი იბადება, მეორეს გარემო პირობები უწყობს ხელს წარმატებაში, მესამეს სხვაზე მეტად ეხერხება ფულის შოვნა; ზოგი მანდილოსანი სხვებზე უკეთ აცხობს ნამცხვრებს; არიან ადამიანებიც, რომლებიც განგებამ დაბადებითვე გამორჩეული ნიჭით დააჯილდოვა…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეს ცხოვრება არც ისე ცუდადაა მოწყობილი, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოს”.
* * *
„ამ დარბაზში შეუძლებელია იჯდეს თუნდაც ერთი ისეთი ადამიანი, ვისაც არც ერთხელ არ უთქვამს ტყუილი, არასოდეს მოქცეულა უზნეოდ; და არც ისეთი მამაკაცი მეგულება სადმე, ქალისთვის ვნებიანი მზერა არ მიეპყროს სიცოცხლეში ერთხელ მაინც”.
* * *
„საუბედუროდ, ადამიანები პირად ღვარძლსა და მტრობას მაშინაც ვერ თრგუნავენ, როცა ნაფიც მსაჯულთა მოვალეობას ასრულებენ”.
* * *
„აბა, წარმოიდგინე, რა იქნებოდა, ბრალმდებლები რომ არ არსებობდნენ, მაშინ ხომ დამცველებიც აღარ იქნებოდნენ საჭირო!”
* * *
„საშინელებაა უყურო სასიკვდილოდ განწირული ადამიანის საცოდაობას”. – (ავტორი გენია.ჯი)