ამონარიდები ნიკოლოზ ოსტროვსკის რომანიდან – „როგორ იწრთობოდა ფოლადი”
„ყოველი ჩვენგანი იქ კი არ უნდა იყოს, სადაც მოესურვება, არამედ იქ, სადაც საჭიროა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მარტო რომ იომო, ცხოვრებას ვერ გადააბრუნებ”.
* * *
„ – ბრძოლა ანგარიშით უნდა!”
* * *
„არის ისეთი ხალხიც, რომელიც ყოველთვის მოუსვენარია. დე, იაროს ასეთმა ხალხმა”.
* * *
„გვეუბნებიან პოლიტიკას მოჰკიდეთ ხელიო, შემდეგ კი ჩამოგახრჩობენ ამისთვის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როდის იყო, რომ მაძღარს მშიერის ესმოდა?!”
* * *
„ვინ თქვა, თითქოს განზე დგომით ხეირიანი რამის გაკეთება შეიძლებოდეს?”
* * *
„ციფრები მათრახზე უარესია”.
* * *
„ადამიანისათვის ყველაზე ძვირფასი სიცოცხლეა. სიცოცხლე მას ეძლევა მხოლოდ ერთხელ, და საჭიროა ისე იცხოვრო, რომ მწვავედ არ გტკიოდეს გული უმიზნოდ გატარებული წლებისათვის, რომ არ გწვავდეს სირცხვილი უსინდისო და წვრილმანი წარსულისათვის, რომ სიკვდილის დროს შეგეძლოს თქვა: მთელი ცხოვრება და მთელი ძალღონე შევალიე ქვეყანაზე ულამაზესს – კაცობრიობის განთავისუფლებისათვის ბრძოლასო”.
* * *
„თქვენ კიდევ ნახავთ გასაკვირველ ამბებს”. – (ავტორი გენია.ჯი)