ამონარიდები ალეკო შუღლაძის რომანიდან – „გადამალვა”

„ადამიანი მხოლოდ ჩონჩხი არ არის. უფრო მეტია, შიგნით არის, გულმკერდის სიღღმეში – ის, რაც არ ჩანს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ქალებს ჭკუა არა აქვთ, ვერ ხვდებიან, ვინ უნდა უყვარდეთ. არა, ამას ყველა ქალზე ვერ იტყვი: ბევრი კარგად ხვდება, ვის უნდა გაჰყვეს ცოლად, ვინ იქნება კარგი ქმარი. ხანდახან ქალები სუნით არჩევენ თავიანთ საქმროებს”.

* * *

„განა შეიძლება განიხილო ადამიანი, ასეთი მოაზროვნე და მიზანმიმართული, ასეთი მოსიყვარულე და ერთგული არსება, ერთჯერადი ცხოვრების ფარგლებში და ვერ დაინახო მისი მარადიულობა?”

* * *

„ყველანაირი ტკივილი დავიწყებას მიეცემა ადრე თუ გვიან და ჩვენ შეცხვდებით მათ, ვის წინაშეც შევცოდეთ”.

* * *

„ღია კარიდან ღმერთს ველოდები” – ამბობს კარინი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – არავინ კვდება, სული უკვდავია. სულს ვერ მოკლავ, ვერ მოწამლავ, ვერ დაადნობ, ვერ გამოაშრობ, ვერ ააორთქლებ, ვერ გააქრობ. გესმით?”

* * *

„დაუფასებელი პროფესიაა ჯამბაზობა”.

* * *

„ძალიან ბევრი რამ (კარგიც კი) ქართველებს ბეზრდებათ”.

* * *

„ავადმყოფობა ყველაფერს გავიწყებს”.

* * *

„ადამიანის მარადიულობა სხვის გულებში ყოფნა არ არის, ეს პრიმიტიული გაგებაა. ადამიანის მუდმივობა სულის უკვდავებაშია”. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>