ამონარიდები ნათია ფანჯიკიძის წერილების კრებულიდან – „შიშო, გამოდი გარეთ”
„უკეთეს, უფრო კეთილ საზოგადოებაში თუ გვინდა არსებობა, როგორც გალაკტიონი იტყოდა – ზევით ასწიეთ მზე, ზევით”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ნუ გეშინია ტკივილის, – ის გაივლის”.
* * *
„ისუნთქეთ: წყაროს ცივი წყლის, ზღვის, ვარდის, იასამანის, ტყის, საყვარელი ქალაქის ნაწვიმარი მიწის, მზეზე გამშრალი სარეცხის, ბუხარში ხმელი შეშის, პირნის, ლიმონის, მეზობლის სახლიდან ამოპარული ვანილიანი კექსის და ახლოს მდებარე საცხობიდან გავრცელებული პურის სურნელი.
ინტნსიური გრძნობით, ღრმად ისუნთქეთ, შეიყნოსეთ სიცოცხლე”.
* * *
„უსაშველო ქვეყნად არაფერია”.
* * *
„ადამიანი ურჩხულს ემსგავსება, როდესაც მიაჩნია, რომ არავის უყვარს და რაც უფრო მეტად ემსგავსება ურჩხულს, მით უფრო მეტ უსიყვარულობას გრძნობს გარშემომყოფთანაგან, ან ყალიბდება სამყაროსთვის შეწირულ მსხვერპლად, რომელიც გვიყვარს და სიამოვნებით დავტირით”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სხვებზე ფიქრი ძნელია, როცა საკუთარი გვამი გყავს დასამარხი”.
* * *
„სიცოცხლე ჰაეროვანია”.
* * *
„სიკვდილი არავის შეიძლება ეძღვნებოდეს”.
* * *
„საშინელებაა, როცა შენი არ ესმით”.
* * *
„ხანდახან ვფიქრობ, მთლიანად სიამოვნებით ვიქნებოდი მკვდარი, რომელსაც ენაგამოყოფილს მიასვენებენ”. – (ავტორი გენია.ჯი)