ამონარიდები უილიამ ფოლკნერის რომანიდან – „აბესალომ, აბესალომ!”
„სკოლაში ბევრი ვერაფერი ვისწავლე, ის კი გავიგე, ადამიანს რაც შეუძლია გააკეთოს, კარგიცა და ცუდიც, რაც იმსახურებს დიდებას, განქიქებასა თუ ჯილდოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თავმდაბლობასაც შეუძლია გასწიოს და გასწევს კიდევაც სამოსლის მაგივრობას”.
* * *
„სურვილი და მონდომება იყოს და კაცს ყველგან შეუძლია ცოდნის შეძენა”.
* * *
„და თუ ღირსება და სიამაყე დაგვიკარგავს, უმნიშვნელოა სხვა ყველაფერი”.
* * *
„ვინ არ ყოფილა შეყვარებული და არ მიმხვდარა, რა მსწრაფლმავალი და ამაოების ნიშნითაა ცხებული ხორციელი სიახლოვე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დაგვხოცეს კია, მაგრამ ვერ დაგვამარცხეს”.
* * *
„გასაჭირის ხანს კაცი ყოველთვის იმას მიმართავს, რაც უკეთ იცის – მკვლელი მკვლელობას, ქურდი – ქურდობას, მატყუარა – ტყუილს”.
* * *
„ჭკვიანი და გამბედავი კაცი რას არ შეიძლებს”.
* * *
„კაცი თავის მომავალს რამდენიმე ხერხით ქმნის და არა ერთით, ხვალინდელი დღისთვის, სამომავლოდ ემზადება და ამისათვის არა მარტო საკუთარი სხეული უნდა გამოაწრთოს, თავისი საქმნელი და მისი შედეგიც უნდა განჭვრიტოს შეუმცდარად”.
* * *
„ბედი კაცისა ისეთია, რომ ტანისამოსივით უნდა მოირგოო; თუ ახალია ეს სამოსელი, შეიძლება ათასიოდეს გამოადგეს, მაგრამ ნაცვამს უკვე ვეღარავინ მოირგებს”. – (ავტორი გენია.ჯი)