ამონარიდები ოთარ ჭილაძის რომანიდან – „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან”
„ქალს რამეზე ხელი რომ ააღებინო, სამაგიეროს უნდა დაჰპირდე. თანაც უკეთესს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ტკივილი და სიბრაზე ადამიანს უფრო გულახდილს ხდის, უფრო გულწრფელს, ვიდრე მერეა, როცა სიბრაზე გადაუვლის და ტკივილიც ჩაუწყნარდება”.
* * *
„უიარაღო კაცს სალამსაც ამადლიან, როცა იარაღის მქონესა და მომხმარებელს მიწამდე უკრავენ თავს”.
* * *
„როცა ანგარებაა გარეული საქმეში, გინდა ერთ კაცს დაუწექი და გინდა მთელ ქალაქს, მაინც მეძავი ხარ, რადგან სხეულს ყიდი და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ერთი მუშტარი გყავს თუ ათასი, ფულს გიხდიან თუ ერბოს”.
* * *
„ცხოვრება გაწბილებული ოცნებაა, საწინააღმდეგოდ ამხდარი სიზმარია. ლამაზი, ყურის მაამებელი, გულის გამკეთებელი სიტყვა კი არაა, არამედ ამ ლამაზი სიტყვებიდან დაბადებული, მკაცრი და დაუნდობელი სიმართლე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანს სახლი იქა აქვს, სადაც მშობლები ჰყავს, გინდაც მკვდრები”.
* * *
„მეგობრობის საფუძველი სურვილების დამთხვევა კი არ არის, რომელიც მხოლოდ და მოხლოდ დროის გარკვეულ მონაკვეთში შეიძლება მოხდეს, არამედ საერთო ბედი, რაც არ უნდა მწარე და დამაკნინებელი იყოს იგი”.
* * *
„ადამიანის ცხოვრება მეტნაკლებად მძიმე და საშიში განსაცდელების უწყვეტი ჯაჭვია”.
* * *
„შურისძიების კანონი დროსა და სივრცეს არ ეპუება”.
* * *
„რაც არ ეგუება – კვდება. ასეთი მარტივია ბუნების კანონი, რადგან ბუნებას ერთი მორჩილი შვილი ურჩევნია, მწერი იქნება ის თუ ადამიანი, მილიონ უძღებ შვილს”. – (ავტორი გენია.ჯი)