ამონარიდები ბერნჰარდ კელერმანის რომანიდან – „ცისფერი ლენტი”
„ – ადამიანის ღირსება ორი რამით განისაზღვრება: როგორ რეაგირებს პირმოთნეობაზე და როგორ იღებს შეურაცყოფას”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცხოვრების სილამაზე და მომხიბლაობა სწორედ გარჯილობასა და სიძნელეთა დაძლევაშია”.
* * *
„ოო, სამყარო ბევრად იდუმალია, ვიდრე ადამიანს წარმოუდგენია”.
* * *
„მომაკვდავის უმაღლესი დიდება – უკვდავებაა!”
* * *
„ვისაც შეუძლია, თავსაც უნდა უშველოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა შემაძრწუნებელი და თავზარდამცემია, როცა შეჰყურებ ისეთი ადამიანის დაღუპვას, რომელიც ოდესღაც შენთვის აგრე ახლობელი იყო”.
* * *
„ყოველ ჩვენგანს თავისი სუსტი მხარე აქვს!”
* * *
„ადამიანი სამართლიანი უნდა იყო”.
* * *
„ძილი – ეს ყველაზე უფრო უწმინდესი რამ არის, იგი თითქმის ისეთივე წმიდაა, ვითარცა სიკვდილი”.
* * *
„ადამიანები თავიანთ უბედურებას თან დაათრევენ ევროპიდან ამერიკაში, ამერიკიდან ევროპაში, და ზოგჯერ სამყაროს გარშემოც კი”. – (ავტორი გენია.ჯი)